მელანო კუსიანის მიერ განხორციელებული საკუთარი პრაქტიკის კვლევა
კალიგრაფიის უნარების განვითარება. პრობლემები და გადაჭრის გზები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
|
2018 წ
სარჩევი
კითხვარი
დანართი 1
...............................................................................................................................................................17
დანართი
2................................................................................................................................................................18
დანართი
3................................................................................................................................................................19
ფოტომასალა...............................................................................................................................................................20
თავი I
I.1. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
შესავალი: წერითი
უნარების განვითარება ზეპირ-მეტყველებისა და კითხვის უნარების განვითარებაზე
არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხშირად გვესმის პედაგოგებისგან საყვედურები
იმის შესახებ , რომ მოსწავლეები
ლამაზად არ წერენ , ეს საკითხი ბევრს
აწუხებს, კომპიუტერულ ეპოქაში ხელით წერის
კულტურა თანდათან იკარგება და უძველესი მაღალმხატვრული წერის ტრადიცია ნაკლებად საინტერესო ხდება ჩვენი მომავალი თაობისათვის , იმ ფონზე, როდესაც „იუნესკომ“ ქართული ანბანი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო დამწერლობებს შორის დაასახელა.
გამართული
კალიგრაფიით წერისას ბავშვს უყალიბდება ლამაზი და სწორი ხელწერა, უვითარდება წერის სიჩქარე, სწავლობს ხელის სწორად დაჭერას, უვითარდება კონცენტრაცია,
სიდინჯე და მეხსიერება. აგრეთვე ბავშვი სწავლობს , სამგანზომილებიან ხედვას და სივრცეში
კოორდინაციას. ამდენად ბავშვს უვითარდება გარემოდან მიღებული ინფორმაციის აღქმისა და
დამუშავების უნარი, ეზრდება აკადემიური მოსწრება სკოლაში.
ნაშრომი წარმოადგენს საჩხერის
რაიონის სოფელ დარყის დაწყებით სკოლაში
განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, კვლევა განვახორციელე ამავე სკოლის პედაგოგთან, ლეილა აბაშიძესთან თანამშრომლობით, რომელიც
ასწავლის ასევე ჭალის საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებს .
თავი II
II.1. ლიტერატურის მიმოხილვა:
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა ვზრუნავდეთ
ქართული ფასეულობების განმტკიცებაზე, ჩვენი ეროვნული კულტურის წიაღში მოზარდი თაობების
შეყვანაზე და მათ აღზრდაზე ეროვნული სულისკვეთებით. ამისათვის კი ჩვენ მრავალი ზნეობრივი
მაგალითი გაგვაჩნია საქართველოს წარსულში და აწმყოში. ამ სიამაყის საფუძველი კი არის
ჩვენი მშობლიური ენა-ქართული, რომელიც თითოეული ბავშვის სწავლა-აღზრდის საძირკველია. განუზომლად დიდია ამ საშვილიშვილო საქმეში ჩვენთვის
იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მემკვიდრეობა, რომელიც ქართული სკოლის დაწყებითი კლასების
ფუძემდებლურ პროგრამას შეიცავს. ი. გოგებაშვილი
გულმოდგინედ შეეცადა ქართულ პედაგოგიურ სინამდვილეში სკოლაში შემდეგი პრინციპების დაფუძნებას:
·
დედა-ენა უნდა იყოს ცენტრი სახალხო სკოლის კურსისა და
მის რიგიან შესწავლაზე უნდა იყოს მიქცეული უმთავრესი ყურადღება;
·
სწავლება ყველა საგნებისა უნდა მიდიოდეს დედაენაზე მთელის
კურსის განმავლობაში.
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია
აქვს. სიტყვა "კალიგრაფია" ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნებას ნიშნავს.
პატრიარქის
ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ კონკურსში
- "ქართული კალიგრაფია", ახალგაზრდა კალიგრაფმა გიორგი სისაურმა 2010 წელს
პირველად მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. 2015 წელს
კი ტიტული - "წლის კალიგრაფის" წოდება მოიპოვა. გიორგი სისაურს ახალგაზრდა
ჟურნალისტმა, ანა კალანდაძემ
დაუსვა კითხვა: გიორგი,
პრაქტიკული თვალსაზრისით, დღეს რაში შეიძლება კალიგრაფმა თავისი
პროფესია გამოიყენოს? იგი პასუხობს: ძალიან ბევრ პრაქტიკულ დარგში შეიძლება გამოიყენო.
პირადად მე ვქმნი ლოგოებს, ხელნაწერებს ვაკეთებ, ვთანამშრომლობ ერთ-ერთ ქართველ დიზაინერთან,
რომლის ტანსაცმელზეც ჩემი კალიგრაფიული და მხატვრული ნიმუშები გადადის. თუმცა, გაცილებით
დიდია პერსპექტივა, ქუჩაში ყოველდღიურად გვხვდება
უამრავი წარწერა. მაღაზიებსა თუ სხვადასხვა პროდუქციაზე სულ ერთი და იმავეს ვხედავთ,
ხომ? პრობლემა ისაა, რომ თვალი ეჩვევა ასეთ
ერთფეროვან, უგემოვნო წარწერებს.
ქართული კალიგრაფიის რესპუბლიკურ კონკურსს მხარს უჭერს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო და ასეთ შეფასებას აძლევს განთლების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ლია გიგაური:
„ეს
ერთ-ერთი
წარმატებული
პროექტია,
რადგანაც
ამ
მიმართულების
პროექტები
ძალიან
ცოტაა.
ეს
არის
პროექტი,
რომელიც
ქართული
დამწერლობის,
როგორც
კულტურული
ფენომენის,
გაძლიერებას
უწყობს
ხელს.
მნიშვნელოვანია
მით
უფრო,
როცა
აქცენტს
ქართული
კალიგრაფიული
კონტურის
გაძლიერებაზე
ვაკეთებთ,
რომელიც
თითქოს
მივივიწყეთ.
სასიხარულოა,
რომ
კონკურსში
მონაწილეთა
ფართო
სპექტრია
წარმოდგენილი
— განსხვავებული
ასაკის
ადამიანები
მონაწილეობენ.
თითოეული
მათგანის
მოტივაციაა,
უკეთესად
გამოიყვანოს
ქართული
ასოები
და
წარმოაჩინოს
საკუთარი
უნარები.
მინდა
კიდევ
ერთხელ
ვუსურვო
წარმატება
მონაწილეებს
და
დიდი
მადლობა
გადავუხადო
კონკურსის
ორგანიზატორებს
ასეთი
მნიშვნელოვანი
და
ეროვნული
საქმის
წამოწყებისთვის.
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტრო
კი
მათი
მუდმივი
მხარდამჭერი
იქნება
ანალოგიურ
პროექტებში“
დამწერლობის შესახებ სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილ
ადამიანთა შეფასებები დღესაც აქტუალური და საინტერესოა:
ქართული დამწერლობა თავისთავადი და თავისებურია.
მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ დამწერლობასთან. ამის თაობაზე თავად იაკობ
გოგებაშვილს მოვუსმინოთ: "დიდი ევროპა და პაწია საქართველო წერაში სულ სხვადასხვა
გზას ადგნენ საუკუნოების განმავლობაში". (ი. გოგებაშვილი, თხზ., ტ. 5, 1957, გვ.
711). "ჩვენებური ანბანი ბეჭდური და ხელნაწერი ბევრად განსხვავდება ევროპული ანბანისაგან
და ამიტომ ვერ დაემორჩილება მის კანონებს უცვლელად. წერის კანონების შეცვლა, გადასხვაფერება
თანახმად ჩემი ანბანის თვისებისა, გზის გაკვლევა და ზედგამოჭრილს კალაპოტში ჩაგდება
ჩვენი წერისა იყო რთული და ძნელი საქმე, სავსე ბევრგარი დაბრკოლებითა" (ი. გოგებაშვილი,
რჩ. პედაგ. ნაწ. ტ. II, 1940, გვ. 216) და ეს განსხვავებული ბადეც ქართულისათვის ი.
გოგებაშვილმა შექმნა.
ი. გოგებაშვილი თავის მოსაზრებას ფიზიოლოგიის
მონაცემებითაც ასაბუთეს: "ისინი, რომელთაც ნათლად არ ესმით წერის და და კითხვის
ერთად სწავლების მნიშვნელობა, გვირჩევდნენ და გვირჩევენ ქართული წერა-კითხვის სწავლების
დაწყებიდანვე ვაწერინოთ გაკრული ხელით. მაგრამ ეს მავნებელია როგორც კითხვისა, ისე
წერისათვისაც. კითხვისთვის მავნებელია იმიტომ, რომ ერთგვარი განსხვავებულობა ხელნაწერ
და ნაბეჭდ ასოთა შორის მაინც გამოიწვევს მოსწავლეთა დაბნეულობასა და შეაფერხებს წარმატებას
კითხვაში. წერისათვის კი მავნებელია იმის გამო, რომ ხელნაწერს ასოებს არ შეიძლება მიეცეს
ნორმალური სიდიდე, ისინი ძალაუნებურად ნაკლები ზომისანი უნდა დაწერონ, ხოლო ეს კი მარტო
არა ჰიგინეურია, არამედ აბრკოლებს ხელის, რომლითაც ვწერთ თავისუფალ მოძრაობის განვითარებას"
(ი. გოგებაშვილი, თხზ. ტ. 8, 1961, გვ. 236).
ქართველი მწიგნობრები ბევრს ზრუნავდნენ ქართული
დამწერლობის ხელუხლებლობაზე, მისი სილამაზის დაცვასა და სრულყოფაზე. ქართულ კალიგრაფიას
საგანგებოდ სწავლობდნენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთულ კულტურულ კერებშიც.
"თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში,
- აღნიშნავს კ. კეკელიძე, - ეს ივერთა მონასტრის მეოხებითაც, სადაც თავმოყრილი იყო
ქართველთა საუკეთესო კულტურული ძალები... აქ, ათონზე, შეიქმნა და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული
სალიტერატურო, საგრამატიკო და კალიგრაფიული სკოლა".
მაშასადამე,
ქართული კალიგრაფიის შესწავლა შორეულ წარსულში ქართველ მწიგნობართა ყურადღების ცენტრში
იდგა.
ქართული ანბანის "სავსეობა და სისრულე... უეჭველად
ნიშანია ერის წარმატებისა და განვითარებისა" (ილია ჭავჭავაძე).
განუსაზღვრელია
წერის (ხელნაწერის) მაღალი კულტურის როლი ერის სულიერი ცხოვრების აღმავლობაში. მისი
თვითმყოფადი კულტურის აყვავება უთუოდ განაპირობა საკუთარი დამწერლობის მაღალმა დონემ,
ანბანის "სავსეობამ და სისრულემ", იმან, რომ გვქონდა და გვაქვს "ანბანი
უმარტივესი და უბუნებითესი ყოველ ანბანთაგან" (დ. ყიფიანი).
დამწერლობის,
კალიგრაფიის ეროვნულ ხასიათსა და თავისებურებაზე საყურადღებო აზრი აქვს გამოთქმული
ცნობილ ჩეხ მეცნიერს ჩ. ლოუკოტკას: "დამწწერლობის მიხედვით შეიძლება შევისწავლოთ
ან, უკიდურეს შემთხვევაში, ვიმსჯელოთ მისი შემქნელი ხალხის აზროვნების ეროვნულ ხასიათზე".
როცა ქართული ენის თავისებურებას გაეცნო დიდი
რუსი ენათმეცნიერი პ. უსლარი, აღნიშნა, რომ ქართული ანბანი "თითქმის ყველა არსებულ
ანბანზე უფრო უსრულყოფილესია. ყოველი ბგერა გამოიხატება განსაკუთრებული ნიშნით და ყოველი
ნიშანი მუდამ ერთსა და იმავე ბგერას აღნიშნავს, ყოველ ევროპულ ენაში არსებობს დაბრკოლება
- ორთოგრაფია. ქართველებისათვის კი, მათი ანბანის სისრულის მეოხებით, ეს სიძნელე თითქმის
აღარ არსებობს".
II.2. საკვლევი პრობლემის აქტუალობა:
ჩვენს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს საკუთარი პრაქტიკის
საჭიროებებიდან. დარყის დაწყებით სკოლაში ვასწავლი
1-4 კლასებს, პედაგოგი
ქ-ნი ლეილა აბაშიძე, რომელთან თანამშრომლობითაც განვახორციელე კვლევა ასწავლის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მე-3 მე-4
კლასებს . ჩვენი გამოცდილებით და თანამშრომლებთან გასაუბრების შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით , რომ სკოლებში რეალურად არსებობს პრობლემა ,
რაც მდგომარეობს შემდეგში: გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მასწავლებლები
ხშირად ვერ კითხულობენ მოსწავლეების ნაწერს , უარესიც, ხშირ შემთხვევაში ბავშვი თვითონვე ვერ
კითხულობს თავის ნაწერს.
პრობლემა განსაკუთრებით მაღალ კლასებში
უარესდება, წერის უნარების განვითარებას სწორედ
დაწყებით კლასებში უნდა ჩაეყაროს საფუძველი,
ამიტომ კვლევის სამიზნე ჯგუფად ავიყვანეთ
, როგორც ჭალის საჯარო სკოლის მე-2 მე-4 კლასის , ასევე
დარყის დაწყებითი სკოლის მე-2 მე-4 კლასის
მოსწავლეები. ჭალის საჯარო სკოლაში
2-4 კლასებში სულ 80-ი მოსწავლეა (
დარყის ჩათვლით), დარყის დაწყებით სკოლაში
მეორე - მეოთხე კლასში 10 მოსწავლეა, ორივე სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, უყვართ სიახლეები,
ხალისით იღებენ მონაწილეობას ღონისძიებებში, ჩვენც პედაგოგები
ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ მათი
ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმოთ სწავლის პროცესი. კვლევის სამიზნე ჯგუფად შეგნებულად ავიყვანეთ ორივე სკოლის მოსწავლეები,
რათა გვეპოვა ამ ასაკის მოსწავლეთა ინტერესებს შორის მსგავსება -
განსხვავება, დავკვირვებოდით ორივე სკოლის მოსწავლეების პრობლემას კალიგრაფიის უნარების განვითარებაში.
გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მიზეზები გვეპოვა, სავარაუდოდ
პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვა გვარი
იყოს მაგ:
·
მასწავლებელთა
შეცვლა
·
დიდი
მოცულობის დავალებების შესრულება
·
ყურადღების შემცირება მშობელთა მხრიდან
·
პედაგოგთა
უყურადღებობა ნაწერის მიმართ
·
სოციალური ქსელების აქტიური მოხმარება
აღსანიშნავია
ის ფაქტი, რომ დაბალ კლასებში დაწყებითი კლასის პედაგოგები ხშირად აქცევენ ყურადღებას შესრულებული დავალების ხარისხს, აქებენ მოსწავლეებს
ლამაზად შესრულებული დავალებისათვის, ხოლო მაღალ კლასებში ყურადღება გადატანილია ინფორმაციის მიწოდებასა და გაგებაზე
და მიღებული ცოდნის გამოყენებაზე ,
მაგრამ მოსწავლეები თანდათან კარგავენ ინტერესს კალიგრაფიის
მიმართ
თავი III
მეთოდოლოგია
III 1.კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემასთან
·
განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო
უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების
კულტურა;
·
განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით
გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·
ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და
რეფლექსური აზროვნების უნარი;
·
შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის,
როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების
უნარი;
·
გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო
კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
საგანმანათლებლო
მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში
ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას,
ერთ ერთი და უმნიშვნელოვანესი მათ შორის არის კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება ,რაც ხელს უწყობს
მოსწავლეებში მართლწერის უნერების განვითარებას. მოსწავლეები
უნდა დაეუფლონ მხატვრული, შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
III .2 კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
·
რა არის მიზეზი
იმისა , რომ მოსწავლეები ნაკლებად არიან დაინტერესებული კალიგრაფიის კულტურის ამაღლებით?
·
რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?
III 3 . მონაცემების შეგროვება:
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა
შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
·
ჩავატარეთ
გამოკითხვა სკოლის პედაგოგებთან, რამაც საშუალება
მოგვცა უფრო დეტალური ინფორმაცია მიგვეღო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების კალიგრაფიის კულტურის განვითარების შესახებ.
·
შერჩევა
მიზნობრივი. მიზნობრივი
შერჩევისას გავითვალისწინეთ ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები მეორე
და მეექვსე კლასების ჩათვლით, აგრეთვე
დარყის დაწყებითი სკოლის მეორე მეოთხე კლასის მოსწავლეები , ვინაიდან ჩვენი კვლევის მთავარი ობიექტი ეს მოსწავლეებია.
·
გამოკითხვა: ჩავატარეთ გამოკითხვა
, რისთვისაც მოვამზადეთ კითხვარები, როგორც
მშობლებისათვის, ასევე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. აღნიშნულ
მეთოდს მივმართეთ რათა პასუხი გაგვეცა მნიშვნელოვან კითხვებზე:
1
. რა არის მიზეზი იმისა , რომ მოსწავლეები ნაკლებად არიან დაინტერესებული კალიგრაფიის კულტურის ამაღლებით?
2.
რა ცვლილებების განხორციელებაა
საჭირო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?
III 4. კვლევაში მონაწილე პედაგოგები და მათი პასუხისმგებლობები:
დარყის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი მელანო კუსიანი
●
გამოკითხვა დარყის დაწყებითი სკოლა
●
გამოკითხვის შედეგების ანალიზი დარყის დაწყებითი სკოლა
●
ინტერვენციის დაგეგმვა
●
შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის
ჭალის საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასის მასწავლებელი ლეილა აბაშიძე
● გამოკითხვის შედეგების
ანალიზი
(ორივე სკოლაში)
● ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება
(ორივე სკოლაში)
● ინტერვენციის შედეგების ანალიზი (ორივე
სკოლაში)
III.5კვლევის ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
პრობლემის
იდენტიფიცირება
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის
სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
ინტერვიუ
სკოლის პედაგოგებთან
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
X
|
კვლევის ჯგუფის
შექმნა
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის ჯგუფის
წევრთა შეხვედრები
|
|
X
|
X
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
მონაცემების
შეგროვება
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
მონაცემების
ანალიზი
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
X
|
ფოკუს
ჯგუფი
კვლევის მონაწილეებთან კითხვარის შედგენისთვის
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
კითხვარის
შედგენა, დამუშავება
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
გამოკითხვა
|
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
მიღებული
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
X
|
|
|
|
|
ინტერვენციების
განხილვა
|
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
ინტერვენციის
განხორციელება
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
X
|
ინტერვენციის
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
პრეზენტაცია
სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
|
|
|
|
|
|
|
|
|
X
|
თავი IV
კვლევის შედეგები
IV. 1.გამოკითხვის შედეგების ანალიზი:
სკოლაში პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა,
თუ რა ღირებულება აქვს მათთვის კალიგრაფიის კულტურის განვითარებას, არის თუ არა
სკოლაში პრობლემები ამ მიმართულებით და თუ არის როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს პრობლემები? ( დანართი 1)
მასწავლებელთა 80%
თვლის მნიშვნელოვანი პრობლემაა სკოლაში დაფები, რომლებიც პრიალებენ, მათზე ვერ
იწერება, რადგან უხარისხო მასალისგან მზადდება. ძალზე საჭიროა აგრეთვე დაწყებით კლასებში
დახაზული დაფები.
პედაგოგთა უმრავლესობა თვლის ,რომ თანამედროვე სკოლაში მწვავედ დგას კლასებში მოსწავლეთა
რაოდენობის პრობლემა. ვფიქრობთ, რომ დაწყებით კლასებში (და არა მარტო) მოსწავლეთა რაოდენობა
არ უნდა აღემატებოდეს 15-20-ს. თუ არის მეტი, უნდა გაიყოს ან დაწესდეს ახალი ზღვრული
, რაოდენობით ნაკლები.
გამოკითხვა ჩავატარეთ როგორც მოსწავლეების , ასევე
მშობლების , რისთვისაც მოვამზადეთ
შესაბამისი კითხვარები. (დანართი
2) ,
(დანართი 3) .
გამოკითხვაში მონაწილეობდა დარყის დაწყებითი სკოლის 7 მასწავლებელი:
გამოკითხვაში მონაწილეობდა 10 მშობელი,
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა :
გამოიკითხა 10 მოსწავლე, შედეგებმა აჩვენა:
IV. 2. მეორადი მონაცემების ანალიზი
იმისათვის,რომ
პრობლემა შეგვესწავლა სიღრმისეულად, კვლევის ერთ-ერთ მეთოდად გამოვიყენეთ
მეორადი მონაცემების ანალიზი, კერძოდ: ადმინისტრაციის რეკომენდაციის საფუძველზე, მიზნობრივი შერჩევით შევარჩიეთ დაწყებითი კლასები, 2; 3; 4 ;
ჭალის სკოლის დაწყებითი კლასები და
2; 3-4 ; დარყის არასრული დაწყებითი
სკოლის კლასები. მიზნობრივი შერჩევა გულისხმობდა :
·
აღნიშნულ
კლასებში მოსწავლეების მიერ შესრულებული საშინაო დავალებების განხილვას, შესწავლილი იქნა ბავშვების
მიერ შესრულებული წერითი დავალებების ხარისხი.
·
ჩატარდა სასკოლო
კალიგრაფიის კონკურსი სამ ტურად, პირველ ტურში
მონაწილეობა მიიღო დარყის სკოლიდან 10 ივე მოსწვალემ, აქედან მეორე ტურში გადავიდა 4 მოსწავლე.
ფინალური ტურისთვის კომისიამ შეარჩია
2 ნამუშევარი. გამოვლინდა I, II, ხარისხის სიგელების
მფლობელი მოსწავლეები. ეს სიგელები
მოსწავლეებს გადაეცათ ქართული ენისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემური საკითხები:
1. მასწავლებელი კლასში მოსწავლეთა სიმრავლის გამო ვერ ასწრებს წერითი დავალებების შემოწმების დროს განმავითარებელი კომენტარების გაკეთებას რვეულში.
2. ბავშვებს
წარმოუდგენიათ ,რომ სუფთა წერა მხოლოდ ქართულ
ენასა და ლიტერატურაშია საჭირო.
3. მშობლების უმეტესობა არ ამოწმებს თავისი შვილის მიერ შესრულებული
დავალების ხარისხს.
მონაცემთა ანალიზის
შემდეგ საკვლევ ჯგუფთან ერთად დაიგეგმა შემდეგი სახის ინტერვენციები:
1. ყველა საგნის
დავალებების შეფასებაში ცვლილებების შეტანა, რაც
გულისხმობს თითოეული საგნის მასწავლებელმა
მეტი ყურადღება მიაქციოს შესრულებული დავალების ხარისხს ,
(მართალია ეს დიდ დროს მოითხოვს,მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში ვეცადეთ
გვეთანამშრომლა კოლეგებთან და მათი
დახმარებით გვეცადა ასეთი სახის დაკვირვება.)
2. მასწავლებელთა
შორის თანამშრომლობით შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა , გულისხმობს
ისევ და ისევ ჩვენი კვლევის ფარგლებში ვითანამშრომლოთ კოლეგებთან და შევადაროთ
დაკვირვებამდე შესრულებული დავალებები
და დაკვირვების შემდეგ შესრულებული დავალებების ხარისხი და გავაკეთოთ დასკვნები.
3. მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლების მიზნით , წელიწადში ორჯერ (თითოეულ სემესტრში ერთხელ) ჩატარდეს
კალიგრაფიის სასკოლო კონკურსი და მოხდეს გამარჯვებულების დაჯილდოება.
თავი V
V.1. ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები:
·
ინტერვენციის
პირველ ეტაპზე განვახორციელეთ სამუშაო შეხვედრა როგორც ჭალის საჯარო სკოლის, ასევე დარყის არასრული სკოლის
პედაგოგებთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა
იმ პრობლემების გამოკვეთას რაც ხშირად
ახლავს მოსწავლეთა ცუდი კალიგრაფიის ჩამოყალიბებას.
შეხვედრას მხოლოდ 8
პედაგოგი დაესწრო, გაიმართა დისკუსია, პედაგოგები
გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს, მასწავლებელთა ერთი ნაწილი
ფიქრობდა რომ განმავითარებელი შეფასებები არის აუცილებელი, მეორე ნაწილი კი
ფიქრობდა რომ მასწავლებელს არ რჩება იმდენი დრო , რომ განმავითარებელი შეფასებები გაუკეთოს თითოეულ
მოსწავლეს რვეულში.
საბოლოო მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ განმავითარებელი შეფასება უნდა გაუკეთდეს მოსწავლეებს შესრულებულ დავალებებისათვის
, მაგრამ არ არის აუცილებელი ეს ყველა გაკვეთილზე მოხდეს,
სხვადასხვა დროს მოხდება სხვადასხვა მოსწავლის რვეულში განმავითარებელი შეფასებების ჩაწერა, ისე რომ თვეში ორჯერ ან სამჯერ მოხდეს
თითოეული მოსწავლის დავალებების რვეულში განმავითარებელი კომენტარის ჩაწერა.
·
ინტერვენციის მეორე ეტაპზე მოხდა ისევ სამუშაო
შეხვედრა სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებთან და
მშობლებთან, მშობლებს ავუხსენით ჩვენი მიზანი , ვთხოვეთ დახმარება და თანამშრომლობა. შევთანხმდით
,რომ მშობლები შეძლებისდაგვარად შეამოწმებდნენ თავიანთი შვილების მიერ შესრულებული
დავალების ხარისხს .
·
შეირჩა კალიგრაფიის სასკოლო კონკურსის ჟიური ქართული
ენისა და ლიტერატურის პედაგოგების შემადგენლობით (გაერთიანებული ორივე სკოლისათვის)
1.ლალი ბურძენიძე
2.
ეკა ლომაურიძე
3. ირმა კრაველიძე
4. მელანო კუსიანი
·
მოხდა საკონკურსო ნამუშევრების შეფასება და გადარჩევა
შემდეგი ტურისთვის.
V.2.ინტერვენციის შეფასების მეთოდები :
ინტერვენციის შეფასებისთვის
გამოვიყენეთ:
ფოკუს-ჯგუფი დაწყებითების კათედრასთან.
ფოკუს-ჯგუფის
მიზანი იყო ინფორმაციის მიღება იმის შესახებ თუ რა
გავლენა იქონია მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობამ დავალებების შესრულების ხარისხზე, არის თუ არა განსხვავება მოსწავლეების ნამუშევრებს შორის, და რამდენად
ამაღლდა მოტივაცია ბავშვებში. დავნერგავთ თუ არა სამომავლოდ ჩვენს მიერ
გამოყენებულ მეთოდებს.
ინტერვიუ დირექტორთან. ინტერვიუ მიზნად
ისახავდა გაგვეგო დირექტორის მოსაზრება ინტერვენციებთან
დაკავშრებით. კერძოდ: როგორ შეაფასებდა ჩვენს მუშაობას.
V.3. ინტერვენციის შედეგები:
ფოკუს ჯგუფის დაკვირვებიდან გამომდინარეობს შემდეგი: დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის მშობლის შექებას, როდესაც მშობელი
ამოწმებს რვეულს და სუფთად შესრულებული დავალების ხარისხს მოსწავლე ყოველთვის ცდილობს დავალება იყოს სრულყოფილად შესრულებული და რა თქმა უნდა კალიგრაფიის ხარისხზეც ზრუნავს, აქედან გამომდინარე ,რომელ მოსწავლესაც მშობელი სისტემატიურად უმოწმებდა რვეულს მათ მეტად მოწესრიგებული და სუფთა
ნამუშევრები აქვთ, ასევე განმავითარებელი შეფასებები მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია .
მათ აუმაღლდათ მოტივაცია და ცდილობდნენ რაც შეიძლება
ლამაზად ემუშავათ და ლამაზი ნაწერი
მიეტანათ მასწავლებლისათვის, ინტერვენციის მიზანიც სწორედ ეს იყო
მოსწავლეებს გასჩენოდათ ლამაზად
წერის სურვილი.
ჭალის საჯარო სკოლაში
გამართული ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში , ერთი დღე
დაეთმო ჩვენს მიერ განხორციელებულ მხატვრულ - ლიტერატურულ ღონისძიებას, „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“
, რომლის ფინალური ნაწილი დაეთმო კალიგრაფიის
სასკოლო კონკურსის “უნატიფესი ენა ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოებას, ჟიურის გაუჭირდა გამოეყო მხოლოდ სამი ნაშრომი, ამის გამო ჟიურის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება I,
II, და III ხარისხის სიგელები გადაეცათ 2-2 მოსწავლისათვის. კონკურსის სხვადასხვა ტურს მიღმა დარჩენილმა მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალ წელს მეტი მონდომებით
მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობაში.
ჩვენი კვლევა სასწავლო წლის დასასრულს დავასრულეთ
, გადავწყვიტეთ ისევ დაგვენიშნა სამუშაო შეხვედრა
და გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის მოსაზრებები, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა და მომავალშიც გაითვალისწინებენ ამ მიდგომას
, სისტემატიურად ეცდებიან მშობლის ჩართვას
დავალებების სუფთად შესრულების ხარისხის შესამოწმებლად.
ჩვენს კითხვაზე გააგრძელებდნენ თუ არა ამ მიდგომას შემდეგ კლასში მასწავლებლების უმეტესობამ გვიპასუხა , რომ შედეგი გამოიღო მშობელთან თანამშრომლობამ და ეცდებიან
ეს მიდგომა გააგრძელონ და სისტემატიურად
იქონიონ მშობლებთან კონტაქტი და მშობლებიც
ჩართონ დავალებების შესრულების კონტროლში.
V.4. ინტერვენციის შეფასება - კვლევის ჯგუფი
ინტერვენციების დასრულების შემდეგ ერთხელ კიდევ შევიკრიბეთ კვლევის ჯგუფი, შეხვედრის მიზანი ჯგუფის წევრების მიერ ინტერვენციების
შეფასება იყო.
ჩვენი აზრით:
·
აუცილებელია დავალების რვეულების ხშირი შემოწმება და წერის ხარისხის
კონტროლი.
·
აუცილებელია მასწავლებელსა და მშობელს შორის თანამშრომლობა.
·
კვირაში ერთხელ უნდა გაკეთდეს მოსწავლის დავალებებზე განმავითარებელი შეფასებები.
·
მოეწყოს სემესტრში
ერთხელ კონკურსი და გამოვავლინოთ საუკეთესო
კალიგრაფები
V.5.ინტერვენციის შეფასება - დირექტორი
დირექტორის
აზრით მოსაწონია პედაგოგების სამუშაო
შეხვედრები ( ჭალისა და დარყის მასწავლებელთა)
და ამ შეხვედრებზე არსებული პრობლემების განხილვა,
მან მოგვცა რეკომენდაცია იმის შესახებ,
რომ მომავალ წელსაც დავნერგოთ ასეთი შეხვედრები
და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი პრობლემები, ეს
შეხვედრები, აღნიშნა მან, საშუალებას
მოგცემთ პედაგოგიური გამოცდილების
გაზიარებისა და მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების
მიღებისა, ასევე მოიწონა მშობლებთან თანამშრომლობის იდეა და გამოთქვა მოსაზრება, რომ არა მარტო დაწყებით კლასში,
არამედ შემდეგ საფეხურზეც მისაღები იქნებოდა ასეთი
ურთიერთობების ჩამოყალიბება. აღგვითქვა
დახმარება სამომავლოდ კალიგრაფიის კონკურსების ჩატარებისათვის და გამარჯვებული მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად რაიმე წამახალისებელი მეთოდების განხორციელებისა.
თავიVI
მიგნებები, რეკომენდაციები.
VI. 1. მიგნებები.
ინტერვენციების
განხორციელების შედეგად შემდეგი საკითხები
გამოიკვეთა:
·
მშობლები ხშირ შემთხვევაში მოსწავლეების წარუმატებლობას მასწავლებლებს მიაწერენ
და არ ფიქრობენ თვითონაც მიიღონ მონაწილეობა თავიანთი შვილების განათლებაში
·
ზოგიერთი მასწავლებელი(
გარდა ქართული ენისა და ლიტერატურისა) არ აქცევს ყურადღებას
დავალების რვეულების კონტროლს, მათ მხოლოდ საგნის მიხედვით შესრულებული დავალება
აინტერესებთ და კალიგრაფიას ყურადღებას ნაკლებად უთმობენ განმავითარებელი შეფასების დროს.
·
ზოგჯერ სკოლაში პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარება
პრობლემატური საკითხია, რადგან არ არიან
მზად კრიტიკის მისაღებად , ან კრიტიკა გადაჭარბებულია და შეუსაბამოა.
VI.2. რეკომენდაციები:
·
სასურველია ყველა საგნის პედაგოგმა ყურადღება მიაქციოს
დავალების შესრულების ხარისხს, როგორც თემატურად ასევე
კალიგრაფიის მიხედვით.
·
მოსწავლის
რვეულში მასწავლებელმა გააკეთოს ხშირად განმავითარებელი შეფასებები ან მოტივაციის ამაღლებისათვის რაიმე
მინიშნება, სმაილი, შექება, თუნდაც რაიმე სახის აღნიშვნები , რომელიც წინასწარ ექნება
მოსწავლეებთან შეთანხმებული .
·
მასწავლებელმა
ითანამშრომლოს მშობელთან სისტემატიურად
·
ხშირად ჩატარდეს კონკურსები და წავახალისოთ
ლამაზი ნაწერისათვის მოსწავლეები.
·
შევაქმნევიოთ კედლის გაზეთები მოსწავლეებს სემესტრში 1-2 ჯერ.
დასკვნა
ჩვენი ჯგუფის
მიერ განხორციელდა პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანი იყო გაგვეგო და დაგგვეზუსტებინა რატომ
წერენ მოსწავლეები ცუდად და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ
პრობლემებს, რატომ ეკარგებათ
მოტივაცია ლამაზი წერისა და რა მიზეზები განაპირობებს ყოველივე ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს. შევქმენით
კვლევის სამი ჯგუფი, გავინაწილეთ დავალებები , შევადგინეთ კითხვარები, გავაკეთეთ
გამოკითხვის ანალიზი , ჩამოვაყალიბეთ ინტერვენციის გეგმა , კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და
მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ადმინისტრაციას გავაცანით. სკოლის
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაიზიარეს
ჩვენი რეკომენდაციიები და მიგნებები
. მათთვის მისაღები აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებელებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავება, ასევე პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის
კულტურის ამაღლება, რაც წინაპირობაა განათლების მაღალი ხარისხისა.
გამოყენებული ლიტერატურა და მედია რესურსები:
იაკობ
გოგებაშვილი - თხზულებანი
(IX ტომი გამომცემლობა „ცოდნა“ 1962 წ)
იაკობ გოგებაშვილი -რჩეული თხზულებანი (IV ტომი გამომცემლობა „განთიადი
“ 1990წ)
ოცდამეერთე საუკუნის
კალიგრაფიის ქომაგები გაზეთი ახალი განათლება2014-03-20
ი. ჯავახიშვილი
- ქართული პალეოგრაფია 1926 წ
ვალერიან რამიშვილი - „დედა
ენა და მისი სწავლების საკითხები იაკობ გოგებაშვილის მოძღვრებაში “
("Развитие письма" М., 1950, გვ.
16).
დანართი 1
კითხვარი მასწავლებლისათვის
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი
- სქესი
მდედრ.
მამრ.
- რომელი
საგნის მასწავლებელი ხართ?
3.რომელ კლასში
/კლასებში/ასწავლით?
4.გიქმნით თუ არა
პრობლემას მოსწავლეთა გაუმართავი კალიგრაფია?
დიახ არა
5.რა სტრატეგიებს
იყენებთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?
6. როგორ ფიქრობთ,რა
არის მიზეზი მოსწავლეთა გაუმართავი კალიგრაფიისა?
დანართი 2
კითხვარი მოსწავლისათვის
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი
1. სქესი
მდედრ.
მამრ.
2. რომელი კლასის მოსწავლე ხარ?
3. ცდილობ თუ არა წერო ლამაზი კალიგრაფიით?
4. რომელ ანბანს იყენებ სოციალური ქსელით სარგებლობის
დროს?
ა. ქართული ბ. რუსული
გ. ინგლისური
5. რამდენად ხშირად იღებთ შენიშვნას მასწავლებელთა
მხრიდან კალიგრაფიასთან დაკავშირებით?
ა. სისტემატიურად ბ. იშვიათად
გ.არა
6.
როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ სკოლაში დგას ქართული
კალიგრაფიის პრობლემა?
დანართი
3
კითხვარი მშობლისათვის
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი
- სქესი
მდედრ.
მამრ.
- იცით
თუ არა , რომელ ანბანს ანიჭებენ უპირატესობას თქვენი შვილები სოციალური ქსელით
სარგებლობის დროს?
ა.
ქართული ბ. რუსული გ. ინგლისური
- აკონტროლებთ
თუ არა თქვენი შვილების შესრულებული საშინაო დავალების ხარისხს?
ა.
სისტემატიურად ბ. იშვიათად გ. არა
- როგორ
ფიქრობთ, რატომ დგას სკოლებში ქართული კალიგრაფიის პრობლემა?
- თქვენი
აზრით, რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გამართული
კალიგრაფიით წეროთ.
ფოტომასალა
Comments
Post a Comment